საიტის წესები

ყველა, ვინც დარეგისტრირდა gacnoba.ge-ზე, ეთანხმება წესებს და ვალდებულია ისინი შეასრულოს.

საიტის გამოყენების წესი


gacnoba.ge-ს მომსახურეობა უფასოა ( თუ არ გავითვალისწინებთ დამატებით ფასიან სერვისებს). gacnoba.ge-ს მფლობელები არ იღებენ პასუხისმგებლობას საიტის მოხმარებისას შესაძლო შედეგებზე. gacnoba.ge-ს მფლობელები იტოვებენ წესების გამოცვლის უფლებას. ყველა ცვლილება იქნება ასახული ამ გვერდზე.
ისინი, ვინც არ ეთანხმებიან gacnoba.ge-ს წესებს, გთხოვთ არ გამოიყენოთ საიტი gacnoba.ge. წესის დარღვევისას შესაძლო მიყენებულ ზიანზე მთლიან პასუხისმგებლობას იღებს ის, ვინც ეს ზიანი მიაყენა. ვირტუალური ვალუტა, რომელიც დარჩა gacnoba.ge-ის მომხმარებლის დაბლოკილ ექაუნთზე, დაბრუნებას არ ექვემდებარება.
იმ შემთხვევაში, თუ gacnoba.ge-ს მფლობელებს არ სურთ მიაწოდონ მომსახურეობები საიტის რომელიღაც კონკრეტულ მომხმარებელს, მათ აქვთ უფლება დაბლოკონ ექაუნთი, ახსნა-განმარტებების გარეშეც კი.
საიტის გამოყენების დროს აკრძალულია შეიტანო შენს ანკეტაში სხვა ადამიანის ფოტო ან მონაცემები. ყველა მომხმარებელს შეუძლია იქონიოს მხოლოდ ერთი ექაუნთი. ბევრი, ერთი და იმავე ადამიანის ექაუნთი იბლოკება გაუფრთხილებლად.
აკრძალულია ბედნიერების წერილების საფოსტო ყუთით გავრცელება (...გაუგზავნე ეს წერილი 10 ადამიანს და შენ მოგელის ბედნიერება...). აკრძალულია საფოსტო ყუთით რეკლამის გავრცელება, ფორუმში წარმოების სახელით განცხადებების გაკეთება. სერვისების, მომსახურეობების და ა.შ. რეკლამირება.
საფოსტო ყუთში აკრძალულია სხვა მომხმარებლებთან უხეშობა, გინება, მუქარა და შეურაცხყოფის მიყენება. აკრძალულია შეურაწმყოფელი, არაეთიკური მეტსახელი-ს შექმნა. აკრძალულია რელიგიური ან რასისტული პროპაგანდა, ასევე ყოველგვარი კანონის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება gacnoba.ge-ის მომსახურეობების საშუალებებით. ამ მომსახურეობების გამოყენებისას, აუცილებელია იყო თავაზიანი და კორექტული სხვა მომხმარებლების მიმართ.
ექაუნთის და ა.შ. ნახვა აკრძალულია პროგრამებისა და სკრიპტების დახმარებით.
აკრძალულია სხვისი ექაუნთების გახსნის და გატეხვის მცდელობა, სხვა რომელიმე ხერხით gacnoba.ge-ის მომხმარებლის კონფიდენციალურობის დარღვევა, ან მათთვის დაბრკოლების შექმნა საიტის გამოყენებაში.
წესების დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ისჯება, დასჯა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმის დონეზე. შემთხვევითი და მსუბუქი დარღვევებისთვის მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს გაფრთხილება მოდერატორისგან. მოდერატორის შენიშვნა არ ექვემდებარება გასაჩივრებას. gacnoba.ge-ის წესების უფრო მძიმე დარღვევების დროს მომხმარებლის ექაუნთი იბლოკება გაფრთხილებისა და აღდგენის უფლების გარეშე.

მონაცემების გადამუშავება


gacnoba.ge-ს წესების თანხმობის დროს მომხმარებელი იძლევა მისი ინფორმაციის გამოყენების უფლებას, ანუ საიტზე არსებული ფოტოები და სხვა პირადი მონაცემები.

1. gacnoba.ge-ის მომსხაურეობის გაწევის მიზნით.

2. მომსხაურეობის გაწევის მიზნით, რომლებიც ორიენტირებული არიან მომხმარებლების კონკრეტულ წრეზე, ეს უფლებას მისცემს gacnoba.ge-ს და პარტნიორებს შექმნან უკეთესი სერვისები, უფრო მოსახერხებელი და პერსონალიზირებული.

3. gacnoba.ge-ის მიზნებით, რომლებიც არ არღვევენ მორალურ და ეთიკურ ნორმებს და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას და მიმდინარე უფლების აქტებს.


მომხმარებელი, gacnoba.ge-ის მომსახურეობის გამოყენებისას, ეთანხმება მოაწოდოს თავისი მონაცემები მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მომსახურეობების მოწოდებაში (რომ არ ჩავთვალოთ gacnoba.ge-ის მფლობელები). ზემოთაღნიშნული პირობების უარყოფისას მომხმარებელი ასევე უარს ამბობს შემოთავაზებულ მომსახურეობაზე.
gacnoba.ge-ს მფლობელები გაძლევენ გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებენ შენს ფოტოებს და სხვა პირად ინფორმაციას online ან offline საქართველოს კონსტუციის გათვალისწინებით.
საიტის წესების დათანხმების დროს, მომხმარებელი gacnoba.ge-ს აძლევს უფლებას გააგზავნოს წერილები, რომლებიც შეიცავენ რეკლამას, ასევე ელექტრონულ მისამართზე სარეკლამო წერილების გაგზავნას gacnoba.ge-დან ან პარტნიორებისაგან.
gacnoba.ge-ის მფლობელები გარანტიას გვაძლევენ, რომ არ მიაწვდიან არავის ელ-ფოსტის მისამართს ან მათ პირად მონაცემებს ზემოთ ხსენებული პუნქტის თანახმად (2.)

სურათების დამატების წესი


პორნოგრაფიული ფოტოები აკრძალულია. საზღვარს, რომლითაც შეიძლება პოზა ან გამოსახულება ჩაითვალოს ძალიან ეროტიულად, განსაზღვრავენ მოდერატორები. აკრძალულია ფოტოები უხეში და შეურაცხმყოფელი წარწერებით. აკრძალულია ფოტო, რომლებიც თავიანთი ხასიათით კანონის საწინააღმდეგოა, იწვევს მტრობას, პროპაგანდას უწევს რასიზმსა ან ძალადობას (თუმდაც ხუმრობით). მაგალითად იარაღის დამიზნება ვიღაცაზე დაუშვებელია.
აკრძალულია ფოტოები, რომლებიც დემონსტრაციას უკეთებს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, მოწევას. მოდერატორტს შეუძლია აკრძალოს ფოტო, სადაც აშკარაა მთვრალობა, გამოიყენება ალკოჰოლი, სიგარეტი ან ფოტო წარწერებით, რომლებიც პროპაგანდას უწევენ მათ მოხმარებას. პლანის ფურცლების გამოსახულება ფოტოზე უწევს პროპაგანდას ნარკოტიკებს.
აკრძალულია ბავშვების სურათები. ბავშვის სურათად ითვლება 16 წლის ქვემოთ ადამიანის ფოტო.
აკრძალულია ფოტოები, რომლებიც შეიცავს რეკლამას სურათზე ან წარწერაზე, რეკლამად ითვლება ადამიანის/საწარმოს ლოგოც, რომლებიც დაამზადეს/გადაამუშავეს ფოტო. თუ მომხმარებლის სახელი და ექაუნთი არ შეიცავს რეკლამას, მაშინ მისი ჩვენება ფოტოზე ან ფოტოს წარწერაზე დასაშვებია. ეს ეხება როგორც ფოტოს მფლობელს, ასევე მის ფოტოგრაფს. სახელი უნდა მოგვაწოდოთ ასეთ ფორმაში დაამზადა N მომხმარებელმა. როგორც ფოტოზე, ასევე მის წარწერაზე აკრძალულლია ქოფირაიტის © ნიშნები.
ერთ ექაუნთში ერთი და იმავე ფოტოს დამატება შეიძლება მხოლოდ ერთ ეგზემპლარად.
აკრძალულია სურათების დამატება, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს საავტორო უფლების დაცვის ქვეშ (მაგალითად, რომლებიც ეკუთვნის სამოდელო სააგენტოს), ასევე სხვა მომხმარებლების სურათები. აკრძალულია ფოტოები, რომლებზეც ფიგურირებს პიროვნებები, რომლის გამოქვეყნების შესაბამისი უფლება ფოტოს მფლობელს არ აქვს, ასევე აკრძალულია ფოტოზე ისეთი დეტალების დამატება, რომლებიც საავტორო უფლების ქვეშ იმყოფებიან (ფონები, ლოგოები და ა.შ.). აკრძალულია ფოტოები, სადაც არ არის მომხმარებლები, მაგალითად ცხოველების, ყვავილების და ა.შ.
საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პირველ რიგში გთხოვთ მიმართოთ ადამიანს, რომელმაც გამოაქვეყნა ეს სურათი gacnoba.ge-ზე. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ, მიწერეთ დახმარების სამსახურს, წერილს დაუმატეთ დაკოპირებული სახით თქვენი მიმოწერა იმ ადამიანთან, ვინც გამოაქვეყნა ფოტო (ყველა სახელისა და წერილის გაგზავნის დროის ჩათვლით). თუ კი თქვენ შეამჩნევთ, რომ ვიღაცამ გამოიყენა თქვენი ფოტო თქვენი თანხმობის გარეშე, მაშინ გთხოვთ გადახვიდეთ დამრღვევის გვერდზე და შეგვატყობინოთ. აუცილებლად თან დაურთეღ ყველა ფოტოს და ექაუნთის ბმული, რომლებიც ეხება საქმეს.
თუ ადამიანი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე ან ამ ფოტოს საავტორო უფლების მფლობელი არ მისცა სურათის გამოქვეყნების თანხმობა და წარმოთქვამს პრეტენზიებს, მომხმარებელი, რომლემაც გამოაქვეყნა ეს სურათი ატარებს მთლიან პასუხისმგებლობას.
მონაცემებს, რომლების გამოყენება შეიძლება დამღვრეველის პიროვნების გამოცნობისთვის, ჩვენ გადავცემთ შესაბამისს სახელმწიფო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული წესით. გთხოვთ, სურათის დამატების დროს გაითვალისწინოთ, რომ მოდერატორებს აქვთ მათი უარყოფის უფლება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი შეესაბამებიან ზემოთხსენებულ პუნქტებს, მაგრამ ფორმითა და შემადგენლობით უხამსია ან შეიძლება ვიღაცას ავნოს.
ფოტოს წესებთან შესაბამისობას ადგენენ gacnoba.ge- ს მოდერატორები.

ბოლო ცვლილება: 10-დეკემბერი-2016